მერაბ ტურავას განცხადებით ე.წ. კაბელებისა და ''რუსთავი 2''-ის საქმესთან დაკავშირებული სარჩელები შეცვლილია

03 აგვისტო 2016, 20:00 950 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, ე.წ. კაბელებისა და „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული სარჩელები შეცვლილია. როგორც ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეებისთვის უცნობია, ვინ შეცვალა ისინი. ტურავას განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი გამოეხმაურა, რომლის მტკიცებითაც, სარჩელების რეგისტრაციის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენუმი შიდაკონსულტაციების რეჟიმში მსჯელობას აპირებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი