საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტისა და გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

25 ივლისი 2016, 20:00 968 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, რაზეც მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. 
„გუშინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ტელევიზიით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლის მცდელობის ფაქტს, რაც ხსენებული პირის მიმართ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების წარმოებაში გამოიხატა.
პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება იმის დასადგენად, ხომ არ ჰქონდა ადგილი მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს. 
გამოძიება, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზეც დაიწყო. გიორგი პაპუაშვილი ამბობდა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი