ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივა

21 ივლისი 2016, 20:00 861 ნახვა

”გირჩის” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე სამინისტროების შემცირების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, საქართველოს ყავს პრემიერ-მინისტრი და 19 მინისტრი. მთავრობის წევრების უმრავლესობის არც სახელი იციან მოქალაქეებმა, არც უნახავთ და ხმაც კი არ გაუგიათ. სამინისტროების შესანახად უზარმაზარი რესურსი იხარჯება. ჯაფარიძე დასძენს, რომ ქვეყანას არა აქვს ამდენი სამინისტროს არც საჭიროება და არც შენახვის ფუფუნება. მაგალითად კი მას შვეიცარიის მთავრობა მოჰყავს, სადაც ორჯერ მეტია ხალხი და ქვეყანა 20-ჯერ მდიდარია საქართველოზე. ამ ქვეყნის მთავრობა მხოლოდ 8 ადამიანი, პრეზიდენტი და 7 მინისტრია. ”გირჩის” ინიციატივა საქართველოში მსგავსი სამთავრობო სტრუქტურის შექმნაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი