''აგროსერვის ცენტრი'' და მეფუტკრე ბიზნესმენთა ასოციაცია აქტიურად ითანამშრომლებენ

21 ივლისი 2016, 20:00 952 ნახვა

„თაფლის ფესტივალის“ უკეთ ორგანიზების მიზნით, აჭარის “აგროსერვის ცენტრი” და მეფუტკრე ბიზნესმენთა ასოციაცია აქტიურად ითანამშრომლებენ. შესაბამისი შეთანხმება მხარეებს შორის დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აგროსერვისცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ და ასოციაციის თავმჯდომარე როლანდ კეჟერაძემ მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმებას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეფუტკრე ფერმერები დაესწრნენ.
„თაფლის ფესტივალი“ ბათუმში 13-14 აგვისტოს, უკვე მეორედ ჩატარდება და მასში, ადგილობრივთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული მეფუტკრეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ავტორი: ფირუზ ბოლქვაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი