მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა - აღნიშნულ ფაქტებზე გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა

20 ივლისი 2016, 20:00 1139 ნახვა

მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა, - აღნიშნულ ფაქტებზე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა. გიორგი პაპუაშვილის თქმით, ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.
მისი განცხადებით, სხვადასხვა პირი მოსამართლეებს ემუქრება, რაც მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებას, ახლო ნათესავების სხვადასხვა საბაბით დაკავებასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაძლო გასაჯაროებას ეხება. 
გიორგი პაპუაშვილს დღეს არ დაუკონკრეტებია, რომელ საქმეებთან დაკავშირებით და კონკრეტულად, რომელ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მზად არის, საკითხებზე ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ესაუბროს და ფაქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდოს. 
გიორგი პაპუაშვილის თქმით, დღევანდელი საჯარო განცხადების მთავარი ამოცანა არის პრევენცია, აღიკვეთოს ის საგანგაშო ფაქტები, რომელთაც ადგილი აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე უნდა მიიღონ და არა მუქარის ფონზე. ეს კი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებელი პირობაა, ამბობს სასამარტლოს თავმჯდომარე.

ავტორი: ზაირა ლომაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი