მოსახლეობა ბაგრატიონის 196 ნომერში არსებული სტადიონის დემონტაჟს და ახალ პროექტს აპოტესტებს. ადგილობრივების თქმით, ბათუმის მერია მოედნის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული რკინის კონსტრუქციის რკინის ბადით ჩანაცვლებას გეგმავს. აქციის მონაწილეებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი შეხვდა და მათ პროექტის ხელახლა განხილვას დაჰპირდა. ბათუმის მერია 40 მინი-სტადიონის რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 200 ათას ლარს ხარჯავს.