საზაფხულო აქცია ბათუმის ბულვარში ღია ბარათების პოპულარიზაციის მიზნით

17 ივლისი 2016, 20:00 1377 ნახვა

ღია ბარათების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ფოსტამ ბათუმის ბულვარში საზაფხულო აქცია მოაწყო. სამი დღის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს წერილების უფასოდ გაგზავნა პირდაპირ ზღვისპირა პარკიდან შეეძლო. აქციის ფარგლებში ღია ბარათები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც გაიგზავნა. საქართველოს ფოსტის მიერ ორგანიზებული მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებები უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს, აცხადებს “საქართველოს ფოსტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნია ქირია.

ავტორი: ფირუზ ბოლქვაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი