ამერიკასა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი აიკრძალა

17 ივლისი 2016, 20:00 1021 ნახვა

შეერთებული შტატების საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, ამერიკასა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი აიკრძალა. მგზავრებმა, რომელთაც ეს გადაწყვეტილება შეეხოთ, შესაბამის ავიაკომპანიას უნდა მიმართონ. ამ დროისთვის ავიაკომპანიები მგზავრების ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართებას ცდილობენ.
”ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვა, თუმცა ამერიკის საავიაციო ხელისუფლების განცხადებით, ისინი მოვლენებს სხვა უწყებებთან ერთად აკვირდებიან და ამის მიხედვით მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას მგზავრებს ვებგვერდის საშუალებით შეატყობინებს”, - ნათქვამია "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი