აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე „რადიკალურ ცვლილებებს“ არ გეგმავს, უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერის შემთხვევაში კი, ამ ეტაპზე ორი - ეკონომიკისა და ფინანსთა, ასევე, სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიცვლება.
ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ ის საქართველოს მთავრობის გუნდის წევრია და, საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები პრემიერთან ჰქონდა.
”ვფიქრობ, ის მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებსაც აჭარაში განვახორციელებთ. პრეზიდენტის როლზეც უნდა აღვნიშნო - მადლობა მას ნდობის გამოცხადებისთვის”, - აცხადებს პატარაძე. მისივე ინფორმაციით, არჩილ ხაბაძე გუნდის წევრად რჩება.]
ავტორი: ზაირა ლომაძე