13 მომხრე და 5 წინააღმდეგი. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი სესიის დაწყებისთანავე დამტკიცდა. დეპუტატები მხოლოდ ერთ საკითხზე მსჯელობდენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის დამტკიცების შესახებ. საკითხზე მომხსენებელი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე იყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ წევრმა პეტრე ზამბახიძემ რეგიონის პირველ კანონმდებელს რეგლამენტის დაცვა და საკითხის ტრიბუნიდან გამოტანა თხოვა. მან ასევე, იმ დოკუმენტის ნახვა და დეპუტატების წინაშე წარდგენა ითხოვა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაწერა.