“ჩვენ კვლავ მარტო გვიწევს ქართული პოლიტიკური მარათონის გავლა, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ”რესპუბლიკური პარტიის” სიის პირველმა ნომერმა დავით ბერძენიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ”რესპუბლიკური პარტია”, საარჩევნო სუბიექტი ”უსუფაშვილი-რესპუბლიკელები” არის თავისუფალ ადამიანთა ერთობა.
„საქართველოში 8 ოქტომბერს ორი არჩევნებია. თავისუფლების ლოდის ტარებაში ჩოლოქს გაღმა-გამოღმა ”რესპუბლიკელებს” ჩვენი მონაპოვარი, ჩვენი დასაცავი თავისუფლება გვაქვს, ამიტომაც ვაქცევთ პარლამენტის არჩევნებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს”, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, აჭარაში მეორე პოლიტიკური ფრონტი იხსნება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩვენებით.