სტიქიის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტი 86 ათას ლარით დაზარალდა

11 ივლისი 2016, 20:00 1039 ნახვა

ბოლო მონაცემებით, სტიქიამ ქედის მუნიციპალიტეტს 86 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. სტიქიით დაზარალებულ ზონებში აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სოფელ ჯალაბაშვილებში დამეწყრილი გზა გაიწმინდა და, მეწყერსაშიში მონაკვეთის გამაგრების მიზნით, ქვა-ღორღი ჩაიყარა. დამატებით ფერდსამაგრი სამუშაოები ჩატარდება. ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულა-ჯალაბაშვილების მონაკვეთზე დღეს ასფალტი დააგეს. პარალელურად, სასმელი წყალი გაჰყავთ. სოფელს მუდმივმოქმედი კომისია განმეორებით ეწვევა. მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები ოჯახებისთვის გეოლოგიურ კვლევას ჩაატარებენ. დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე, გარემოს დაცვის სამმართველოსა და საგზაო დეპარატმენტის ხელმძღვანელები ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში სტიქიის შემდგომ მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი