30 ივლისს Black Sea Arena-ზე კრისტინა აგილერას კონცერტი გაიმართება

11 ივლისი 2016, 20:00 1037 ნახვა

30 ივლისს Black Sea Arena-ზე კრისტინა აგილერას კონცერტი გაიმართება. დღეს, 9 საათიდან კი, https://tkt.ge/-ზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. „კონცერტზე დასასწრები ბილეთების მინიმალური ფასი 50 ლარიდან იწყება, არის 60, 100, 150 და170 ლარიანი ბილეთები. VIP-ადგილები კი 600 ლარი ეღირება“, აცხადებს Black Sea Arena-ს დირექტორი დიმიტრი ბერიძე.

ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა. Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 უდიდეს მომღერალს შორის დაასახელა. კრისტინა აგილერა ამერიკელი შემსრულებელი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მსახიობი, ტელევარსკვლავი, პროდიუსერი, ფილანტროპი და გაეროს კეთილი ნების ელჩია. ის ქართველი მსმენელისთვის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. 
უახლოეს დღეებში საზოგადოება სხვა ვარსკვლავების ვინაობასა და ჩამოსვლის თარიღებსაც გაიგებს.

ამავე კატეგორიაში