სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აჭარის მაღალმთიანეთში

11 ივლისი 2016, 20:00 947 ნახვა

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს აჭარის მაღალმთიანეთში. შუახევის მუნიციპალიტეტში დაზარალებული სამი ოჯახი სახელმწიფო სასწრაფო დახმარების პროგრამაში ჩაერთვება. გამგებელი ტარიელ ებრალიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გარესამყაროს არცერთი სოფელი არ არის მოწყვეტილი. უჩამბის მიმართულებით დორებითი ხიდის მშენებლობაც დასრულდა. 
მდგომარეობის შესასწავლად მუნიციპალიტეტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე გომელაური იმყოფებოდა. 
არსებულ ვითარებას კი ამ წუთებში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე ეცნობა. 
ცნობილია, რომ სტიქიამ მუნიციპალიტეტს დაახლოებით 107 ათასი ლარის ზარალი მიაყენა.

ავტორი: ზაირა ლომაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი