ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. დეპუტატები დღის წერიგით გათვალის წინებულ 6 საკითხზე მსჯელობენ.
საკითხებს შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ. განკარგულების პროექტი დეპუტატებს მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ერგასლან ლომაძემ წარუდგინა.
დღესვე საკრებულოს წევრები „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“ იმსჯელებენ. ცვლილები შედის თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4- დადგენილებაშიც.