საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიის გადაცემის „პირისპირ“ წამყვანმა ბიძინა ივანიშვილს კითხვები დაუსვა

06 ივნისი 2016, 20:00 988 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიის გადაცემის „პირისპირ“ წამყვანის კითხვაზე, თუ სად ხედავდა ის მომავალში აჭარის მთავრობის მეთაურს, ბიძინა ივანიშვილმა კითხვის ავტორი ცენტრალურ მთავრობასთან გადაამისამართა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „არჩილ ხაბაძე კარგი კადრია, თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა“. ყოფილი პრემიერი ამბობს, ”ამაზე იმსჯელებს გიორგი კვირიკაშვილი და მთლიანად გუნდი. მე არ განვსაზღვრავ ადგილებს. არ განვსაზღვრავდი არც ღარიბაშვილის დროს და არც კვირიკაშვილის დროს“. მისივე თქმით, ის მთავრობას კადრების გადახარისხებაში არ ეხმარება. თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი