საქართველოს მთავრობა ეთანხმება სახალხო დამცველის რეკომენდაციას

06 ივნისი 2016, 20:00 907 ნახვა

საქართველოს მთავრობა ეთანხმება სახალხო დამცველის რეკომენდაციას, გაერთიანების წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების დახვეწაზე მუშაობს. 
რეკომენდაციის შესაბამისად, იგეგმება, რომ ყველა სტუდენტი, გაერთიანებისადმი კუთვნილების მიუხედავად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში მონაწილეობის უფლებით საკანონმდებლო დონეზე იყოს უზრუნველყოფილი. მუშაობის დასრულების შემდგომ სამინისტრო კანონპროექტს განსახილველად საქართველოს მთავრობას წარუდგენს. 
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, შეიმუშავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, საფაკულტეტო საბჭოში გაწევრიანების და უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ იმ სტუდენტებს აქვთ, რომლებიც სტუდენტური თვითმმართველობის წევრები არიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი