სემინარი ''შეჭიდება კლიმატის ცვლილებებთან - 21 საუკუნის გადაწყვეტილებანი''

06 ივნისი 2016, 20:00 1062 ნახვა

შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში, ბათუმის "ჰილტონში" სემინარი ჩატარდა. ტრენინგის „შეჭიდება კლიმატის ცვლილებებთან - 21 საუკუნის გადაწყვეტილებანი“ მონაწილეები გარემოს დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობდნენ. „კლიმატის ცვლილების გარდამავლობა - ცვლილებები, გამოცდილება და პოტენციალი მზარდი ეკონომიკისათვის“, „საქართველოს გეგმები კლიმატის ცვლილებების შერბილებასთან დაკავშირებით“, ”მწვანე ეკონომიკა”, „საქართველოს მოსახლეობის ჩართვა გარემოს დავცის საკითხებში“, - ქართველი გარემოსდამცველები ამ თემებზე უცხოელ ექსპერტებს აზრს უზიარებდნენ. ამ წუთებში შვედეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება ბათუმის საზაფხულო თეატრში მიმდინარეობს. პარალელურად, გამოფენა ”კლიმატის პირისპირ” გაიხსნა. შვედეთის სახელწიფოს მიერ დაფინასებული სემინარები და აქციები ბათუმში სამი დღეს ჩატარდება.

ავტორი: ხათუნა შუშანიძე

 

ამავე კატეგორიაში