დღეიდან ბათუმის სანაპირო ზოლზე მობილური ამბულატორია განთავსდება

06 ივნისი 2016, 20:00 983 ნახვა

დღეიდან ბათუმის ბულვარში, სანაპირო ზოლზე, მობილური ამბულატორია განთავსდება. დამატებითი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გარდა, მედიკოსები დაინტერესებულ პირებს С ჰეპატიტზე უფასო სკრინინგსაც ჩაუტარებენ. მოძრავი ამბულატორია დამსვენებლებს ყოველდღე, 10-დან 22 საათამდე მოემსახურება. ძველ ბულვარში განთავსებული მოძრავი ამბულატორია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მოინახულა. დავით სერგეენკომ ყურადღება С ჰეპარტიტის ელიმინაციის პროცესზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უფასო სკრინიგები ამ დაავადების დამარცხებაში დაეხმარებათ,

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ბათუმის სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის დამატება სამედიცინო დამხარებას უფრო ეფექტურს გახდის. ნუგზარ სურმანიძის თქმით, მობილურ ამბულატორიებში მედდა მუდმივად იმორიგევებს. ის დამსვენებლებს მაშინ მოემსახურება, როცა სასწარაფო სამედიცინო ბრიგადა ადგილზე არ იქნება, ანუ პაციენტის სტაციონარში გადაყვანისას.

ავტორები: ხათუნა შუშანიძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი