გიორგი გახარია: "აგრესია გამოიწვია იმან, რომ შსს სახელმწიფოს წარმომადგენლებს დაუშინეს ქვები"

21 აპრილი 2019, 16:00 1379 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში, დილით სამშენებლო კომპანიასთან ერთად მხოლოდ 35 პოლიციელი იმყოფებოდა. გიორგი გახარია ირწმუნება, რომ სიტუაციის დაძაბვის შემდეგ შევიდა ხეობაში სპეცრაზმი. 

"შსს სამინისტროს ყავს 15 მოსამსახურე დაზარალებული. როდესაც ტრაქტორი და ტექნიკა იწვის, მე ვფიქრობ, რომ ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და შემდეგ ვისაუბროთ ჰესზე.

ესე იგი მოხდა გარკვეული ექსესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია, მოვერევით ყველაფერს, მივხედავთ ისე როგორც საჭიროა. აგრესია გამოიწვია იმან, რომ შსს სახელმწიფოს წარმომადგენლებს დაუშინეს ქვები ეს არის დაუშვებელი ყოველთვის, როცა ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს ხელს აღმართავს სამართალდამცველებზე რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა ძალოსანი იმოქმედებს სრული შესაბამისობით კანონით" - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მინისტრი ამბობს, რომ სამინისტროს თითოეული ძალოსა​ნი, რომელიც დღეს აქ დგას იცავს ყველა მოქალაქის ინტერესს, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლეობას და პირველ რიგში იმ მშენებლებისაც, რომლებიც აქ მუშაობენ. ​

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი