პანკისის ხეობიდან, პირდაპირ ეთერში რამდენიმე ჟურნალისტი დახმარებას ითხოვს. ერთ-ერთი ჟურნალისტი ამბობდა, რომ მას თავში რაღაც საგანი მოხვდა. ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კი აცხადებდა, რომ სუნთქვა უჭირთ, რადგან სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და ხალხი დაწამლულია.
"ვითხოვთ სასწრაფო დახმარების ბრიგადები ამოვიდნენ, ხალხი დავიწამლეთ" - თქვა ჟურნალისტმა ფბ პირდაპირი ეთერის დროს.
პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელი ინფორმაციით, დაზიანებულია შს სამინისტროს ტექნიკა, ხოლო ერთი ტრაქტორი იწვის.
სპეცრაზმსა და პანკისის მოსახლეობას შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. სპეცრაზმი მოსახლეობის მიმართულებით ისვრის ცრემლსადენ გაზს, მოქალაქეები კი ქვებს.
დაპირისპირება დღეს დილით დაიწყო, მას შემდეგ რაც ადგილობრივები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო ხეობაში სპეცრაზმი შევიდა.