იმპიჩმენტი და შეფასებები

20 აპრილი 2019, 00:00 1338 ნახვა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭომ გუშინ 4 ხმით ერთის წინააღმდეგ, თანამდებობიდან გადააყენა. ეს გადაწყვეტილება, მრჩევლებმა იმით ახსნეს, რომ საბჭოში წარდგენილ 17 პუნქტიან წერილში მოყვანილ პრეტენზიებზე, რომელიც იმპიჩმენტის მოტივი გახდა, სათანადო არგუმენტები ვერ მიიღეს. უნდობლობის გამოცხადებას,  წინ და თან უძღოდა არაერთი სხვა პროცესი, მათ შორის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ხელმოწერები, ოპერატორების გაფიცვა  და საჯარო განცხადებები.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ასეთი აქტივობა, ორგანიზატორებმა თავიანთი განცხადებებით გამიჯნეს იმპიჩმენტის პროცესისგან. მათგან განსხვავებით, უნდობლობის გამოცხადების პროცესთან კავშირი  დაინახეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა,  მედია - ექსპერტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა.

ისინი, ოთხი მრჩევლის გადაწყვეტილების უკან, ხელისუფლების  პოლიტიკურ წადილსადა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის რისკებს  ხედავენ. თავად ნათია კაპანაძე, ბორდის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ  მან, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი