მასშტაბური ღამის მარათონი ბათუმში მეორედ გაიმართება. მონაწილეები სტარტს ბულვარიდან საღამოს 7 საათზე აიღებენ. მარათონში მონაწილეობის მისაღებად 40-მდე ქვეყნის 1000 -ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა.
შეჯიბრების გამო დღეს საღამოს საათებში ხიმშიაშვილის, რუსთაველის ქუჩები და ძველი ბათუმის ტერიტორია ეტაპობრივად გადაიკეტება, უსაფრთხოების ნორმებს ქალაქში საპატრული პოლიციის თანამშრომლები გააკონტროლებენ.