დებატები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე

20 აპრილი 2019, 00:00 1184 ნახვა

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე  პრეზიდენტობის კანდიდატების ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს  დებატები გაიმართა.  არჩევნების ფავორიტმა კანდიდატმა მოქმედი პრეზიდენტი იმაში დაადანაშაულა, რომ  მან  პრეზიდენტობის ვადის განმავლობაში  ვერ შეძლო ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა  და რაც მთავარია ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში კონფლიქტის მოგვარება, თუმცა ამავდროულად  ისეთი მიღწევები   ამაყობს,  როგორიცაა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა. 

თავის მხრივ პოროშენკომ  განაცხადა, რომ ზელენსკი  ვერ შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.   დებატების დროს ყველაზე მოულოდნელი მომენტი იყო ის, რომ ზელენსკი დონბასში რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად  დაიჩოქა და იგივე მოითხოვა ოპონენტისგანაც.   ზელენსკიმ  ხაზგასმით განაცხადა, რომ  პრეზიდენტი  არა ოლიგარქი არამედ ხალხიდან გამოსული ადამიანი უნდა იყოს.

სტადიონზე პრეზიდენტობის კანდიდატების 40 წუთიან  დებატებს  22 ათასი  ადამიანი ესწრებოდა. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკიმ 30,24% მიიღო, პეტრო პოროშენკომ - 15,95%.  უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ გაიმართება. დღეს კი ქვეყანაში დუმილის დღეა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი