ნათია კაპანაძის არგუმენტები  მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილების საპასუხოდ

20 აპრილი 2019, 00:00 1336 ნახვა

ნათია კაპანაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ყოფილმა დირექტორმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა, მაყურებელს მოვაბეზრეთ თავი იმით, რომ სწორად ვმართოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. ნათია კაპანაძის განცხადებით ერჩივნა დრო დაეხარჯათ ახალი გადაცემის შექმნაზე, ან იმ საკითხებზე, რაც ადამიანებს აინტერესებს და აწუხებს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის განცხადებით მრჩეველთა საბჭომ არ გაამახვილა ყურადღება მნიშვნელოვან ნაწილებზე. მისი თქმით, მის მიმართ პრეტენზიები გამოითქვა  მაშინ, როდესაც პარალელურ რეჟიმში ის პასუხობდა მრჩეველთა საბჭოს მიერ მოწვეულ აუდიტს. ნათია კაპანაძე ამბობს, რომ 12 აპრილს მიღებულ აუდიტის დასკვნაში დარღვევებზე და გადაცდომებზე საუბარი არ არის. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას,  ნათია ზოიძე ასრულებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი