შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბათუმში გასვლითი თათბირი ჩაატარა. შეხვედრას შს მინისტრის პირველი მოადგილე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. უწყების ინფორმაციით, თათბირზე მინისტრმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მღებრიშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოს ეწვია.