კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

17 აპრილი 2019, 00:00 1230 ნახვა

საქართველოსა და კვიპროსს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და ხალხთაშორისი კავშირები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრის მთავარი თემა.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კვიპროსი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია.

მანამდე ორ ქვეყანაში არსებული კონფლიქტების პრობლემაზე ისაუბრეს საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა, თბილისში გამართულ შეხევედრაზე. სალომე ზურაბიშვილი განცხადებით, მნიშვნელოვანია ერთობლივი გამოცდილება, როცა ორი პატარა ქვეყანა ყველანაირად ცდილობს გაამყაროს თავისი დამოუკიდებლობა და მშვიდობიანად შეცვალოს დღევანდელი მდგომარეობა. სალომე ზურაბიშვილმა ნიკოს ანასტასიადისს მადლობა გადაუხადა კვიპროსის მონაიწლეობისთვის საოუკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი