თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ითხოვს მისი შვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია დროულად შეიქმნას. პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მიიჩნევს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში, ბიუროს სხდომის დაწყებამდე მივიდა და ითხოვდა დეპუტატებთან შეხვედრას, თუმცა სხდომის დაწყებამდე მას დეპუტატები არ მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგში 67-ე საკითხია, ამიტომ მისი მოთხოვნაა რომ იგი დეპუტატებმა პირველ საკითხად გადაიტანონ.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა თავის დროზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოითხოვა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ჟურნალისტებთან განცხადების გაკეთების შემდეგ შეუძლოდ გახდა.