ართმელაძის ოჯახი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებას აპირებს

15 აპრილი 2019, 00:00 3288 ნახვა
00:00
00:00

ზაზა ართმელაძის ოჯახი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. რომლის მიხედვითაც ქობულეთში დამწვარი სასტუმრო „არმაზის“ საქმეზე მოსამართლე ლევან გელოვანმა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის,  დამნაშავედ  გარდაცვლილი ზაზა ართმელაძე ცნო. ოჯახის წევრების მტკიცებით მათ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარეს, ასევე ექსპერტიზა ჩაატარა კომპანია ენერგო პრო ჯორჯიამ, სადაც წერია, რომ ხანძარი ელექტრო სადენებიდან და ელექტრო მოწყობილობებიდან არ გაჩენილა.

ართმელაძის ოჯახი განაჩენის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ოჯახი ბანკის მიმართ დავალიანებაზეც საუბრობს. სასტუმრო, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული დაიწვა, ბანკმა კი შექმნილივი თარება არ გაითვალისწინა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახს 350 000 დოლარს გადახდა დააკისრა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი