დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლთა საბჭოს სხდომა გაიმართება

15 აპრილი 2019, 00:00 1547 ნახვა

ამ წუთებში  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს სხდომა იწყება. საბჭოს წევრები  დირექტორისგან პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშს მოისმენენ, რომელიც ფინანსურ და  შინაარსობრივ ნაწილს ეხება. უკვე ცნობილია, რომ მრჩეველთა  საბჭოს წვერებს კითხვები ექნებათ სამი თვის  საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით.

დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს, როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ამბობს არ განიხილავენ. ნატა იმედაშვილის განმარტებით მათ ამისთვის 10 დღიანი ვადა აქვთ. ამ პერიოდში კი მრჩეველთა საბჭოს წევრებმა უნდა მოისმინონ მხარეთა არგუმენტები.

რაც შეეხება პირველი კვარტლის ანგარიშს, დოკუმენტში ძირითადად საუბარია ამ პერიოდში  მაუწყებლის მიერ მიღწეულ შედეგებსა და  გამოწვევებზე. პირველი კვარტლის მთავარ ამოცანაა როგორც  ეს დოკუმენტშია აღნიშნული არხის შენობის საკითხზე კონსულტაციების გაგრძელება, გაზაფხულის სეზონისთვის მომზადება, მათ შორის შეფუთვა, ტექნიკის შეძენა და რადიო სიხშირეების გამოყენება ახალ მინიჭებულ უბნებზე.

ასევე ამავე პუნქტში საუბარია თანამშრომელთა ჩართულობის და უნარ-ჩვევების გაძლიერების გეგმა, სამაუწყებლო საქმიანობის დაგეგმარების შეცვლა-კონკრეტულად კი სატელევიზო ეთერის ე.წ-ლი თოქშოუს ზოლის გამართვა. რაც შეეხება მიღწევებს დოკუმენტში ამ კუთხით აღნიშნულია საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ, მაუწყებლის ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრის კუთხით განხორციელებულია აქტივობები, მთავარ სირთულედ კი არხის ტექნიკური პრობლემები სახელდება. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, პირველ კვარტალში გასაწევი ხარჯების თანხა გეგმის მიხედვით 2 მილიონ 463 ათას 000 ლარია.  დოკუმენტის თანახმად კი 3 თვის მდგომარეობით ბიუჯეტის შესრულების ანგარიში 74, 8. მათ შორის  საბიუჯეტო სახსრებით იყო გათვალისწინებული 2 მილიონ 400 ათას 500 ლარი სადიდან შესრულდა 75, 4 % ხოლო არასაბიუჯეტო სახსრებში იყო გათვალისწჯებული 62 ათას 500 და შესრულდა 53,5%.  ბიუჯეტი ვერ შესრულდა შრომის ანაზღაურების  ნაწილში, საქონლისა და მომსახურების მუხლში .

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი