დაკავება  დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის   ბრალდებით

14 აპრილი 2019, 00:00 1456 ნახვა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს. 1962 წელს დაბადებული ე. ზ-ს ჩხრეკისას პოლიციამ, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 15 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი