შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ბათუმში. სიმბოლურად შინდისის გმირების სახელობის სკვერში 17 ნერგი დარგეს, მოეწყო რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენაც. შინდისის გმირების სახელობის სკვერი ბათუმში აპრილში გაიხსნა. პარკის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა.