აჭარის მაუწყებელთან დაკავშირებულ პროცესებში ხელისუფლების ჩარევას გამოვრიცხავ - დავით გაბაიძე

12 აპრილი 2019, 00:00 2346 ნახვა

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ პროცესებში, ხელისუფლების წარმომადგენლების ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს. დავით გაბაიძე აცხადებს, რომ ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის შესახებ,  დღეს სოციალურ ქსელიდან გაიგო. 

გაბაიძე ირწმუნება, რომ არასტაბილური მედიაგარემო ყველაზე მეტად ხელისუფლებას არ აწყობს, ვინაიდან პირველი კითხვები და ეჭვი სწორედ მათი მისამართით ჩნდება.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ მიიღეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ხელმძღვანელის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება, მაშინ როცა დირექტორს უფლებამოსილების ვადა, რამდენიმე თვეში ისედაც ეწურება. 

დავით გაბაიძე ამბობს, რომ პროცესებს ემიჯნებიან და აჭარის მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე საკითხებში ჩარევას არ აპირებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი [პარტია "ქართული ოცნების კვოტა] და ირაკლი დარცმელიძე ["ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტა] ითხოვენ. 

ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2016 წელს აირჩიეს. უფლებამოსილების ამოწურვამდე კი 6 თვეა დარჩენილი. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი