პოლიციამ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა - შსს

12 აპრილი 2019, 00:00 7643 ნახვა

პოლიციამ ქურდული სამყაროს აქტიური წევრი, კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა. სამართალდამცველებმა ის ზესტაფონში აიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩ.ქ. ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, "ქურდული გარჩევის" გზით, ე.წ. "კანონიერი ქურდების" სასარგებლოდ, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.

პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, "ტტ"-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი