დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ - შსს

11 აპრილი 2019, 00:00 3075 ნახვა

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავა. 

სამართალდამცველებმა სოფელ დიღმის ტერიტორიაზე, ავტომანქანა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. მძღოლის და მგზავრის პირადი ჩხრეკისას 49 მცირე შეკვრად დაფასოებული და 1 მოზრდილი შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო, ასევე, 1 აბი "ექსტაზი" ამოიღეს.

პოლიციამ ასევე 2 შეკვრა თეთრი ფერის ფხვნილიც იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 9 აბი და ერთი ნატეხი "ექსტაზი" და ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი