''ჩვენ საზოგადოებასთან თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა, თუმცა ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები'' - ბიძინა ივანიშვილი

10 აპრილი 2019, 00:00 1266 ნახვა

,,ჩვენ საზოგადოებასთან თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა, თუმცა ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები,'' - ასე ფიქრობს  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილი. ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების ფონზე  სახელმწიფოს მიღწევები და  მცდელობების შეფასება  მოქალაქეებს უჭირთ.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ დიდი შეღავათები მიიღო ყველა ფენამ ჯანდაცვიდან და სხვა პროგრამის საშუალებით და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოება დაუბრუნდეს რეალობას. ისაუბრა ყოფილ თანაგუნდელებზეც და განაცხადა, რომ  ბესელიას, ფოფხაძის და გოგიჩაიშვილის მაგივრადმას  შერცხვებოდა.

შეეხო თიბისი ბანკისა და სასამართლო სისტემის საკითხებსაც. რაც შეეხება მედიას, ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ სიტუაცია საგანგაშოა და მის გამოსასწორებლად სერიოზული მობილიზაციაა საჭირო, გამასავალს კი ქართული კინოს აღორძინებაში ხედავს. ,, საზოგადოებას მედია მდარე პროდუქციით კვებავს“ თქვა ბიძინა ივანიშვილმა.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი