დაბა ლაითურში ხანძარია. იწვის ხეები, ბუჩქნარი და ხმელი ბალახი.
ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური