პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.
აქ დღეს, პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. დღეს გახდა ცნობილი, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდიას სახელობის იქნება.