ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში სამუზეუმო ფონდებში დაცული 1989-1991 წლების პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ექსპონატები, გაზეთები, წიგნები, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოიფინა.
ღონისძიება 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავსა და 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმაც მიიღეს.