20 დღე ბათუმისთვის ხმის მიცემის დასრულებამდე 

08 აპრილი 2019, 00:00 1377 ნახვა

ბათუმისთვის, როგორც ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ქალაქისთვის ხმის მიცემის დასრულებამდე 20 დღე რჩება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ბათუმის მსოფლიო ტურიზმის უმთავრეს ღონისძიებაზე ნომინირების თემა გააცნო, ასევე მოუწოდა მათ ჩართულობისკენ.

ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე დარეგისტრირების შემდეგ worldtravelawards.com. შეუძლია. ხმის მიცემა 28 აპრილს სრულდება, გამარჯვებული კი 8 ივნისს, პორტუგალიის ქალაქ მადეირაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.  

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი