ცრემლიანი თვალებით თავის მართლებას არ ვაპირებ - გია ვოლსკი ფარულ აუდიოჩანაწერებზე

04 აპრილი 2019, 00:00 1799 ნახვა

''ქართული ოცნების'' წევრი  გია ვოლსკი ფიქრობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, სავარაუდოდ, შეცდომაში შეიყვანეს ან ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. დეპუტატი არ მალავს, რომ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ გული დაწყდა. 

''გამოგიტყდებით და გული დამწყდა. თუ კი ასეთი ინფორმაცია ჰქონდა არჩილს, რასაკვირველია ამის შესაძლებლობა იყო, რომ გაგვენხილა. თუ ასეთი არსებობდა. თუ არა, რა ვქნათ ხდება, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ როგორმე უნდა გადავლახოთ. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა მე მგონი არჩილი ამასთან დაკავშირებით. თვითონ არც ადასტურებს, რომ მისი ხმაა. ვფიქრობ შეცდომაშია შეყვანილი ან რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი'' - უთხრა მაუწყებელს დეპუტატმა.

გია ვოლსკის თქმით, საქართველოს არცერთ ქალაქში მას ბიზნესი არ აქვს, დღეს კი ჟურნალისტებთან თავის მართლებას არ აპირებს. 

''არც აჭარაში, არც ქვეყნის რომელიმე სხვა კუთხეში, არც თბილისში, არავითარი ბიზნეს არ გამაჩნია. მე ვფიქრობ თვითონ არჩილის სისუსტეს, თუ შეცდომაში შეყვანას უნდა დავაბრალოთ ეს ამბავი. არა მგონია წინასწარ ბოროტი განზრახვა ჰქონოდა. არ მინდა გამეორება, ერთხელ ვთქვი და აბსოლუტურად საკმარისია, აქ ცრემლიანი თვალებით თავის მართლებას არ ვაპირებ'' - თქვა პარლამენტის წევრმა. 

ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფიგურირებს გუშინ, ტელეკომპანია ''პირველმა'' გაავრცელა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი