არჩილ ხაბაძის ფარული აუდიო ჩანაწერი - პოლიტიკური შეფასებები

04 აპრილი 2019, 00:00 3857 ნახვა

პირველი შეფასებები აჭარის უმაღლეს საბჭოში აუდიო ჩანაწერზე, რომელშიც  სავარაუდოდ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და კიდევ ერთი პირი ფიგურირებს.

ფარულ ჩანაწერში საუბარია ბიზნესინტერესებზე რეგიონში, რომელშიც როგორც დიალოგიდან ირკვევა ცნობილი პოლიტიკოსები ფიგურირებენ.


განახლება: 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვება ⤵

უნდა დაიბარონ თუ არა არჩილ ხაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე? პოლიტიკოსების ნაწილი მომხრეა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ გამოძიების შეკითხვებს უნდა უპასუხოს.  ბრძოლა 2020 წლის არჩევნებისთვის თუ კერძო ინტერესები? უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები გავრცელებულ აუდიოჩანაწერში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ. 

მაგალითად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა გუნდის წევრებმა ერთმანეთში კომპრომატებით დაიწყეს. 

უმაღლესი საბჭოში  მმართველი გუნდის წევრებმა პოზიცია მას შემდეგ დააფიქსირეს რაც კონკრეტულ პოზიციაზე შეჯერდნენ. აუდიოჩანაწერში სავარაუდოდ არჩილ ხაბაძე მეორე პირს უყვება თუ რა გახდა მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, რატომ და ვინ დაუწუნა მას რეიტინგი, ასევე საუბრობს ,,ჩაჩეხილ“ ბიზნესებზე, რა დროსაც ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად  ნახსენებია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და ქობულეთის ვიცე-მერი ამირან ლაზიშვილი.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი