ტრიპოლსკის და ვოლსკის ბიზნესები უნდოდა აქ, მე ჩავჩეხე, მივჩეხე, მოვჩეხე - ფარული აუდიოჩანაწერები

03 აპრილი 2019, 00:00 2918 ნახვა

ტელეკომპანია პირველმა ფარული აუდიოჩანაწერის კიდევ ერთი ნაწილი გაასაჯაროვა. საუბარი ორ პირს შორის, არაფორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს. ტელეკომპანიის წყაროს მტკიცებით, ერთ-ერთი მათგანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი დეპუტატი არჩილ ხაბაძეა, რომელიც მოსაუბრეს უყვება რატომ გაუშვეს თანამდებობიდან. რეიტინგის ვარდნის გარდა იგი ამბობს რომ კონკრეტულ პირებს ბიზნეს ინტერესები ''ჩაუჩეხა''. ფაილის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. 

ნახსენებია ორი დეპუტატი, ​ვიცე-სპიკერ გია ვოლსკი და ერეკლე ტრიპოლსკი. სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' დეპუტატებს ბიზნესის კეთებაში ხელი შეუშალა.

არჩილ ხაბაძე: გიორგი რაცხაზე იყო ნაწყენი და არ ამბობდა, მე ერთი ორჯერ ვუთხარი. 

უცნობი: გიორგი?

არჩილ ხაბაძე: გიორგი კვირიკაშვილი. ცხვირი გაშვერილი დარჩა. რავიცი მე იგი ხომ არ ვარ.

უცნობი: ისე რა იყო თემა?

არჩილ ხაბაძე: ვერ მივხვდი რაცხა

უცნობი: დღემდე არ იცი?

არჩილ ხაბაძე: დღემდე არ ვიცი, ბოლო შეხვედრა რომ იყო და ჩავიყვანე უმაღლესი საბჭოდან ჩემი მინისტრები ვერ მივხვდი 13 მინისტრი დამახვედრა, რაცხა ჩაჩორტეს, ვერ მივხვდი, ვერ ვხვდები.

უცნობი: დღემდე არ იცი მიზეზი რა უნდა?

არჩილ ხაბაძე: არა მე მითხრა მიზეზი სისხლის გადასხმაა საჭიროო და მერე მაქ ვოლსკი

უცნობი: სისხლის გადასხმაა საჭიროო, ე.ი ჩემს ფლანგზე გადმოდიო?

არჩილ ხაბაძე: არა, სისხლის გადასხმაა საჭირო რეგიონში, მაქ პარტიის ვოლსკები და ტრიპოლსკებიც დამიპირისპირდნენ. 

უცნობი: ვოლსკიც დაგიპირისპირდა და ტრიპოლსკიც?

არჩილ ხაბაძე: ხო ახლა მაგენს ბიზნესები უნდოდა აქ და მე ჩავჩეხე, მივჩეხე, მოვჩეხე

უცნობი: არ უკეთებდი?

არჩილ ხაბაძე: არა არ ვუკეთებდი. ტირ-პარკი მაგის არაა ვოლსკის 

უცნობი: რომელი ტირკ-პარკი?

არჩილ ხაბაძე: მეორე იგი რომაა

უცნობი: მაგი ვოლსკისაა?

არჩილ ხაბაძე: მაგან იჩალიჩა, მერე ტრიპოლსკი მაგერ არ გვყავდა, ქობულეთში რომ ლაზიშვილს პატრონობდა და რაცხა ახლა ჩაბარებული რომაა  ტრიპოლსკის. 

უცნობი: კაროჩე მაგენის ტენდერები და შავბნელი საქმეები ჩაჩეხე?

არჩილ ხაბაძე: ვჩეხავდი სერიოზულად

ტელეკომპანია ''პირველის'' ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი ერთსაათიანია.

 

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ. იგი ამბობს, რომ მას  არც აჭარაში, არც გონიოში და არც საქართველოს სხვა რეგიონშიც  ბიზნესინტერესები არ აქვს. 

''თუ რამე აქვს საკითხი ხაბაძეს, აუცილებელია გამოვიდეს და გააკეთოს ამის შესახებ განცხადება და კომენტარი. თქვენ რასაც მასმენინებთ, ეს არის მოგონილი თემა, რაც ვერც ხაბაძის ტექსტში ვერ ამოვიკითხე და მეც, არსად არც გონიოში, არც ქობულეთში, არც საქართველოში კომერციული ინტერესები არ მაქვს. მე ვუშვებ, რომ რაღაც პროვოკაციაც მოხდა და არჩილ ხაბაძე შეცდომაში შეიყვანეს, რაზეც თავადაც საუბრობდა თქვენთან'' - თქვა ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა ტელეკომპანიასთან საკითხის კომენტირებისას. 

არჩილ ხაბაძემ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერში საკუთარ ხმას ვერ ცნობს, თუმცა იქვე განმარტა, რომ მის ირგვლივ ხშირად ჩნდებოდნენ პროვოკატორები, რომლებთანაც მცდარ ინფორმაციას  გამიზნულად ავრცელებდა. 

''მაგის ავთენტურობა შეგიძლიათ შეამოწმოთ, ექსპერტიზა გააკეთოთ. მე ვერ ვიხსენებ და ვერც ჩემს ხმას ვცნობ. შენი ხმა, რომ გესმის სხვანაირია, ჩანაწერი სხვანაირია. შეიძლება არის ჩემი ხმა, მაგრამ მე მინდა ერთი კონკრეტული რამ ვთქვა. ჩემი წასვლის შემდეგ ბევრი ცდილობდა და იყვნენ პროვოკატორების მსგავსი პიროვნებები, რომლებიც ჩემი წამოსვლის შემდეგ გააქტიურდნენ. მაინტერესებდა მეც და ვუფიქსირებდი იმას რაც მათ აინტერესებდათ და კითხულობდნენ. ეს არ მახსოვს ამ შემთხვევაში თუა ავთენტური ეს ჩანაწერი, ეს რას კითხულობს. ხშირ შემთხვევაში ვამბობდი იმ ინფორმაცია, რომელიც მსურდა რომ ადრესატამდე მისულიყო. ის რაც მათთვის საინტერესო იყო. მცდარ ინფორმაციას ვაწვდიდი. ვერ ვცნობ ჩემს ხმას და იმ პიროვნებასაც. სავარაუდოდ იმ სამი ოთხიდან ერთ-ერთი იქნება. ყველა ერთი და იგივე ნარატივი იყო'' - ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი