ჯემალ ფუტკარაძის გეგმები

10 აგვისტო 2016, 00:00 3742 ნახვა

დამოუკიდებელ  დეპუტატ ჯემალ ფუტკარაძის პოლიტიკური გეგმები.  არ გამორიცხავს, რომ  უახლოეს მომავალში ყოფილი თანაგუნდელების გვერდით ვიხილოთ.  ფუტკარაძე თავის დროზე  ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის ინიციატორი იყო, ის ასევე მხარს უჭერდა დავით ბაციკაძის  ვიცე-სპიკერობიდან, ხოლო ალექსანდრე ჩიტიშვილის საფინანსო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას. ერთი წლის განმავლობაში დეპუტატმა  ორჯერ შეიცვალა პოლიტიკური ხედვა:  პირველად,  როცა უმრავლესობა დატოვა და მეორედ,  როცა თანაგუნდელ  დუმბაძე-ვასაძეს გაემიჯნა.  დღეს ფუტკარაძე ამ გადაწყვეტილებებს არჩილ ხაბაძის საქმიანობისადმი  მისი დამოკიდებულებით ხსნის. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი