კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულ ზონალური საბჭოს სხდომაზე მისი წევრები და საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. მიზეზი კომპეტენციების დაწუნება გახდა. საზოგადოება „ბათომი“ ქალაქში არსებული მშენებლობების სიმაღლეებზე გამოთქვამს პრეტენზიას, ზონალური საბჭოს წევრები კი განმარტავენ, რომ მათი ვალდებულება ძეგლის დაცვის ზონაში არა სიმაღლეების, არამედ ძეგლის არეალში სამუშაოების სწორად დაგეგმვაზე რეკომენდაციის გაცემაა.
დღეს 10 საკითხი განიხილეს. შპს „ბესთ ბილდიგნ გრუპს, წარმოდგენილ პროექტზე, რომელიც მელიქიშვილსა და ფარნავაზე მეფის ქუჩებზე მრალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმება სურდა, უარი ეთქვა. იმ მიზეზით, რომ პროექტი წინა უარის შემდეგ არ იყო შეცვლილი. ერთ - ერთი საკითხი იყო ასევე რუსთავლის ქუჩაზე თეატრის წინ მდებარე ხუთ სართულიან სახლზე ერთი სართულის დამატება, რაც არ დაკმაყოფილდა.