საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უმარლეს საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის. სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. უსკომ უარი თქვა განეხილა საიას განცხადება, მიხეილ სააკაშვილის 31 ივლისის ვიდეომიამრთვის შესახებ. ეს მიმართვა ორგანიზაციამ წინასაარჩევნო აგიტაციად შეაფასა, რაც უცხოეთის მოქალაქეს საქართველოში ეკრძალება.