შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით შეკრებილები დღეს საპროტესტო აქციას წყვეტენ

02 აპრილი 2019, 00:00 1278 ნახვა

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით შეკრებილები აქციას დღეს შეწყვეტენ - ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს.  აქციის "სოლიდარობა მუშებს" წევრების ინფორმაციით, სოციალურ ქსელში შექმნილია გვერდი - „სოლიდარობის ქსელი“, სადაც საპროტესტო აქციებისა და სამოქმედო გეგმებზე დეტალური ინფორმაცია განთავსდება. 

 ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში უბედური შემთხვევის შედეგად 2 მუშა გუშინ, 31 მარტს გარდაიცვალა. დღეს კი აქცია  "სოლიდარობა მუშას" ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე გაიმართა. თბილისში, ჭავჭავაძის #5-თან კი, იმ ადგილზე, სადაც მიწის მასის ჩამოშლის შედეგად  მუშები დაიღუპნენ, აქციაზე შეკრებილებმა საავტომობილო გზა ცალმხრივად გადაკეტეს. გზის სრულიად გადაკეტვის უფლება კი ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ არ მისცა. 

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა აქციის 6 მონაწილე დააკავეს. ისინი ვაკე-საბურთალოს პოლიციის არიან გადაყვანილები. სწორედ იქ მიმდინარეობს ახლაც აქცია. 

ფოტო: on.ge

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი