პოლიციამ ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავა

01 აპრილი 2019, 00:00 5433 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 30 მარტს სოფელ ქვედა სამებაში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა, 1991 წელს დაბადებული ნ.ბ.-ს.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული მ.ზ.აიყვანეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი