არჩევნები დასრულებულია თურქეთშიც. მეზობელ სახელმწიფოში დღეს მერებსა და საკრებულოების წევრებს უყარეს კენჭი. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17 საათზე დაიხურა. ამ წუთებში ხმებს ითვლიან.
წინასწარი მონაცემებით რამდენიმე ქალაქში ოპოზიცია ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ დღეს მედიასაშუალებები საარჩევნო უბნების დახურვამდე არჩევნების პროგნოზების შესახებ ახალ ამბებს არ გადასცემდნენ.