„შეამცირე, გამოიყენე და შეცვალე ცხოვრების წესი“ - 1 საათით ბათუმში რამდენიმე შენობაში განათება ჩაქრა. „დედამიწის საათი“-ს დღესთან დაკავშირებით ასევე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის კლუბ „ცისნამის“ აღსაზრდელებს ფილმი აჩვენეს.
„დედამიწის საათი“-ს მთავარი მიზანი, კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიას საქართველო 2008 წლიდან შეუერთდა. დედამიწის საათი პირველად 2007 წელს სიდნეიში აღინიშნა. რამდენიმე წლის შემდეგ მოძრაობამ გლობალური ხასიათი მიიღო და ამჯერად 200-ზე მეტ ქვეყანას და ასეულობით მილიონ ადამიანს აერთიანებს.